"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი ხმაურიან განცხადებებს აკეთებს და აცხადებს, რომ პოლიტიკურ პარტიებში „ორომტრიალი ატყდება“.
„მალე მარგველაშვილი თავის პარტიას შექმნის, რომელსაც მიეტმასნებიან „რესპუბლიკელები“, ყოფილი „ნაციონალები", ალასანიას ჯგუფი და ატყდება ორომტრიალი“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
ამის შესახებ პარტიის ლიდერმა გაზეთ „ასავალ-დასალთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ნათელაშვილი ყოფილ პრემიერ ივანიშვილსა და მოქმედ პრეზიდენტ მარგველაშვილზეც საუბრობს და მათ შორის წარმოქმნილ უთანხმოებას მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ადარებს.
„ამის მიზეზი ის არის, რომ აბსოლუტურად გამოუცდელი ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან „ბორჯომის“ ჩამომსხმელად მუშაობდნენ, მოვიდნენ ქვეყნის სათავეში“,- ამბობს ნათელაშვილი.
წყარო newposts.ge