დონეცკში, ლენინის მოედანზე დღეს მომხდარი შეტაკების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ ადგილობრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი იუწყება.
დღეს საღამოს, უკრაინის მთლიანობის მხარდასაჭერად მიტინგი გაიმართა, რომელიც სოციალური ქსელით დაიგეგმა. მოქალაქეები ქუჩაში გავიდნენ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების აგრესიის გასაპროტესტებლად, რომელსაც უკრაინის მისამართით ახორციელებს. პარალელურად მიმდინარეობდა პრორუსული აქციაც."ექიმების მონაცემებით, ლენინის მოედანზე გამართული ორი მიტინგის მონაწილეებს შორის შეტაკების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 10 ადამიანი კი სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა დგინდება", - ნათქვამია ადგილობრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში