თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" წევრს ოფისთან მოდარაჯე მანქანამ ფეხზე მას შემდეგ გადაუარა, რაც რამდენიმე „ზონელთან“ ერთად ჩაბურულმინებიან მანქანასთან მივიდა და შიგ მსხდომთა ვინაობით დაინტერესდა.
ანი ნადარეიშვილის თქმით , ოფისთან ზემოთხსენებული ავტომანქანა თითქმის მთელი დღის განმავლობაში იდგა და მას შემდეგ, რაც ორგანიზაქციის წევრებს საეჭვოდ მოეჩვენათ, რომ იქედან არავინ გადმოდიოდა და მანქანა ადგილიდან არ იძროდა, მანქანასთან მივიდნენ.
ანი ნადარეიშვილის თქმით, თავდაპირველად, მანქანაში მყოფებმა აგრესია გამოავლინეს, მაგრამ შემდეგ, მოულოდნელად, გაქცევის გადაწყვეტილება მიიღეს, რა დროსაც მანქანა უკუსვლით დაძრეს, უკან მდგარი ავტომობილი დააზიანეს და "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" წევრს ფეხზე გადაუარეს.