რუსეთის მხარდამჭერ აქციაზე, რომელსაც პუშკინის სკვერში არასამთავრობო ორგანიზაცია "დედამიწა ჩვენი სახლია" მართავს, ინციდენტი მოხდა.
როგორც “დროანიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, როცა მასთან კონტრაქციის წარმომადგენელი მივიდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
რუსეთის მოწინააღმდეგეების აქციის მონაწილე ცოტნე მამულაშვილი საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა დააკავეს და ტერიტორიიდან საპატრულო მანქანით გაიყვანეს.
პუშკინის სკვერში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. სამართალდამცველები სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ. ამ მიზნით მათ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შორის ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.