Express News

ვაკის პარკში ვერხვები მოჭრეს



"პარტიზანული მებაღეობის" წევრების გავრცელებული ინფორმაციით, ვაკის პარკში, ატრაქციონების მიმადებარე ტერიტორიაზე მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის თანამშრომლებმა ოთხი საღი ხე მოჭრეს.
"ჭრა გუშინ დაიწყეს, საღამოს ერთ-ერთ პარტიზანს ვაკის პარკის დაცვის თანამშრომლებმა სცემეს. ინციდენტი სწორედ ამ ჭრას მოჰყვა. ჩვენი წევრი დაცვის წევრებს საყვედურობდა, როგორ შემოუშვა მერიის თანამშრომლები ხეების მოსაჭრელად საჭირო ნებართვის გარეშე. ამას სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. მერე ხუთი ადამიანი ურტყამდა ერთ პარტიზანს, ორი გოგონა აშველებდა. ფიზიკურად მათაც შეეხნენ. დღეს ეს ბიჭი ტვინის შერყევით საავადმყოფოში წევს", - ყვება ნატა ფერაძე.
როგორც ფერაძე ამბობს, მერიის თანამშრომლები ამას "სანიტარულ ჭრას" უწოდებენ, თუმცა ტერიტორიაზე 4 საღი ვერხვია მოჭრილი.
"ეს ხეები რაღაც გაუგებარი მშენებლობის ირგვლივაა, ვერ ვიგებთ რა არის, ბანერი ჩამოგლეჯილია, როგორც ჩანს, სწორედ ამ მშენებლობას უშლიდა ხელს სრულიად ჯანსაღი ხეები და ამიტომ მოჭრეს", - ამბობს ფერაძე.
20 მარტს გამოცემული აქტის თანახმად, "მოსაჭრელი და ამოსაძირკვია 4 ხანდაზმული, ადრე გადაბელილი და გამხმარი ვერხვის ხეები. ასევე ამოსაძირკვია 11 ადრე მოჭრილი ხის კუნძები, აგრეთვე ერთი ორკაპა ვერხვის ხეს შეეჭრას გამხმარი მხარე".
.liberali.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT