Express News

არასამთავრობოს “დედამიწა ჩვენი სახლია“ წევრი აქციიდან სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა


ის ფიზიკური დაპირისპირების დროს შეუძლოდ გახდა და სამართალდამცველებმა სასწრაფო გამოიძახეს. 



რუსეთის მხარდამჭერი აქციის წევრებმა პუშკინის სკვერიდან მეტროსადგურ “თავისუფლებისკენ“ გადაინაცვლეს, მათ კონტრაქციის წევრები შეძახილებით “მონებო“, “მოღალატეებო“ აცილებდნენ.

მეტროსადგურ “თავისუფლებასთან“ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, თუმცა სამართალდამცველებმა სიტუაცია მალევე განმუხტეს.

ამ დროისთვის აქცია დასრულებულია და მეტროსადგურ “თავისუფლებასთან“ მხოლოდ კონტრაქციის წევრები იმყოფებიან.

მათი თქმით, ისინი არასდროს დაუშვებენ, რომ თავისუფლების მოედანზე რუსული დროშა აფრიალდეს და პუტინის მონებმა იბატონონ ქვეყანაში.

შეგახსენებთ, რომ პუშკინის სკვერში ორი კონტრაქცია მიმდინარეობდა, რომლის დროსაც აქციის ორი მონაწილე გიორგი რუხაია და ცოტნე მამულაშვილი დააკავეს.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT