Express News

ტელეკომპანია "იმედთან" ინციდენტი მოხდა (ფოტო)


ტელეკომპანია იმედთან ინციდენტი მოხდა. გადაცემა "რეაქციის" მსვლელობისას ტელეკომპანიასთან შეიკრიბნენ ახალგაზრდები, რომლებიც აპროტესტებენ ყველა იმ მოსაზრებას რომელიც მათი განცხადებით, ბოლო საათების განმავლობაში ეთერში ისმოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. მელორ ვაჩნაძე და მისი თანმხლები პირები დებატებში იწვევენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რადგან მათთვის მიუღებელია ყველა ის მოსაზრება, რომელიც 2008 წლის ომთან დაკავშირებით, უმცირესობის წევრებს აქვთ. ადგილზე ინციდენტიც მოხდა. ლადო ვარძელაშვილის მანქანას, როდესაც ის ტელეკომპანიის ტერიტორიას ტოვებდა, კვერცხები დაუშინეს. ახალგაზრდები "იმედის შენობასთან ამ დრომდე რჩებიან.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT