Express News

როლანდ ახალაიას საქმის განხილვა იწყება

დღეიდან საქალაქო სასამართლოში როლანდ ახალაიას საქმის განხილვა იწყება. წინასასამართლო პროცესზე მხარეები მტკიცებულებებს წარმოადგენენ და მათი დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებენ.
სხდომას სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი საოლქო პროკურორიც ესწრება. გამოძიება ახალაიას სწორედ პროკურორობის პერიოდში უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. საქმე ეხება 2009 წელს ორი ბრალდებულის ოჯახის წევრების მიერ ახალაიას მეგობრის კომპანიის ანგარიშზე თანხის გადარიცხვას.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT