Express News

დოდო დიასამიძე, დეპუტატმა მედეა ვასაძეს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, პროკურატურას მიმართავს საქმე გამოიძიოს

დოდო დიასამიძე, რომელიც უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის  ხელმძღვანელს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, პროკურატურას მიმართავს საქმე გამოიძიოს. დიასამიძე მოითხოვს, სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული პროცესი დასრულდეს და პროკურატურას სთხოვს დროულად მიიღოს გადაწყვეტილება. დღესვე დიასამიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სარჩელი  სააპელაციო სასამართლოში შეიტანა. სასამართლომ მიიჩნია, რომ დეპუტატის წინააღმდეგ მოქალაქის მიერ შეტანილ სარჩელში არ იყო საკმარისი მტკიცებულებები, რაც მის ფიზიკურ დამორალურ ზიანს დაადასტურებდა.  დოდო დიასამიძის მტკიცებით,  დეპუტატმა მედეა ვასაძემ მას უმაღლეს საბჭოს შენობაში, ფიზიკური შეურაცხყოფა  მიაყენა, რასაც კანონმდებელი უარყოფს

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT