Express News

ზესტაფონში მცხოვრები: პოლიციელი მწერდა, თუ პაემანზე არ შემხვდები, ქმარს დაგიჭერო

ესტაფონში მცხოვრები ფიქრია საყვარელიძე სამართალდაცმველებს პროკურატურაში უჩივის. მისი თქმით, მეუღლე თამაზ გორგაძე სამართალდამცველებმა უკანონოდ დააკავეს და სცემეს. 

„სოციალურ ქსელში და ტელეფონზე მწერდა ზესტაფონის რაიონული პოლიციის თანამშრომელი მამუკა კამლაძე, პაემანზე შემხვდიო. მე მტკიცე უარი განვუცხადე. ამის შემდეგ კი მითხრა, მაშინ შენს ოჯახს პრობლემები შეექმნება. ცოტა ხანი გავიდა და ქმარი 10-მდე სამართალდამცველმა დააკავა, თვითონ კამლაძე კი დაკავების დროს ჩემს ქმარს სახეში ბოთლს ურტყამდა. მე და ჩემმა მეუღლემ უკვე მივმართეთ პროკურატურას", - აცხადებს საყვარელიძე.

როგორც topnews.com.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თამაზ გორგაძის ცემა არ დასტურდება, ხოლო პოლიციელის მხრიდან ფიქრია საყვარელიძის მისამართით გაკეთებულ შეტყობინებებზე გენინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო.

http://topnews.com.ge/


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT