Express News

სასწრაფოდ ებრაელმა ინვესტორმა ილია მეორის სურათის ჩამოხევა სცადა, რასაც ინციდენტი მოჰყვა


გორში ბაზრის მოვაჭრეებსა და არაბ ინვესტორის შორის ფიზიკური და სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

როგორც "ნიუპოსტის" კორესპონდენტი გორიდან იტყობინება, ეს შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბაზრის მოვაჭრეები არაბ და ებრაელ ინვესტორებს ხვდებოდნენ და ბაზრის გადატანას ძველ ადგილას ითხოვდნენ. მათი განმარტებით, ახალ ბაზარში მომხმარებელი არ დადის, რაც მათ აზარალებს. 

დირექტორის ოთახში, როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ებრაელმა ინვესტორმა კედელზე ჩამოკიდებული საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ფოტო შენიშნა, რომლის ჩამოხევა სცადა, რამაც ბაზრის მოვაჭრეების გაღიზიანება გამოიწვია და შეხვედრა ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. 
შემთხვევისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო, რადგან ბაზრის დირექტორს გული წაუვიდა. სასწრაფო-სამაშველო ბრიგადამ დირექტორს დამხარება დროულად აღმოუჩინა. 
თავად არაბმა და ებრაელმა ინვესტორებმა, მომხდარის შესახებ ჟურანლისტებთან საუბარი არ ისურვეს. ამჟამად კი მხარეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებს ელოდებიან.

გიორგი ახალკაცი, გორი, „ნიუპოსტი“

http://newposts.ge/

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT