Express News

გურამ დონაძე - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამოძიებას საკმაოდ სერიოზული მტკიცებულებები აქვს


თბილისის პროკურატურაში გურამ დონაძის დაკითხვა დასრულდა. როგორც პროკურატურიდან გამოსულმა დონაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაკითხვა ნავთლუღის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მოხდა და მან ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა.
"დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამოძიებას აქვს საკმაოდ სერიოზული მტკიცებულებები და მიხარია, რომ ძალიან მალე გაირკვევა ამ საქმეში მე რა ბრალი მიმიძღვის, რა ბრალი მიუძღვის სხვა ადამიანებს. მე მოვყევი, რატომ მივედი ნავთლუღის სპეცოპერაციის ადგილას, რომ ეს იყო ჩემი მოვალეობა, დანარჩენი, მე ვიცი კადრები, რომელიც ე.წ. ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ გაავრცელა და საზოგადოებას აჩვენა მონტაჟური ხასიათის ფილმი, რომელიც მან გამოიყენა როგორც აწყობდა, ამაზეც ვისაუბრე და აღვნიშნე, რომ ეს იყო სხვა მომენტი და სხვა დრო", - განაცხადა გურამ დონაძემ. 
მისსივე თქმით, ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო. გურამ დონაძე თბილისის პროკურატურაში 17.00 საათიდან იმყოფებოდა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT