Express News

ირაკლი სესიაშვილი აგვისტოს ომის დროს ქვეყნიდან გასულთა სიას გამოაქვეყნებს



ირაკლი სესიაშვილი გოგა ხაჩიძეს პასუხობს.

ირაკლი სესიაშვილი აგვისტოს ომის დროს ქვეყნიდან გასულთა სიას გამოაქვეყნებს
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გოგა ხაჩიძის მოთხოვნას, გამოქვეყნდეს იმ პირთა სია, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველო დატოვა, უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა.
სესიაშვილის განმარტებით, ასე მარტივად სიების გამოქვეყნება ვერ მოხერხდება.
"მე მაქვს ეს სია. უბრალოდ ფორმა არის ისეთი, რომლის ასე მარტივად გამოქვეყნება ვერ მოხერხდება, თავისი ტექნიკური მახასიათებლებით. დასკანირებული საკმაოდ დიდი სიაა. მე ამას გამოვაქვეყნებ ყოველგვარი კომენტარის გარეშე. ასევე ჩემი შეფასების გარეშე. თუ ვინმემ დატოვა საომარი მოქმედებების დროს თვითონ გააკეთოს განმარტება", - განაცხადა სესიაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე დღევანდელ ხელისუფლებას მიმართავს და იმ კონკრეტული პირების დასახელებას სთხოვს, ვინც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს საზღვრები დატოვა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT