ყოფილი ძალოვანის და ექსპერტის, გიორგი თავდგირიძის განცხადებით ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებულია საზოგადოების მომზადება, მიმდინარეობს საინფორმაციო შეტევა და პრობლემების შეგროვება და ამ საქმეში ღია და ფარული ნაციონალები არიან ჩართული. თავდგირიძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა ჩვეულებრივი პარტია არ არის, ის მაფიოზური დაჯგუფებაა და მათ ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის უამრავი მეთოდის გამოყენება შეუძლიათ. „ფარული ნაციონალები ყველგან არიან მედიაში, სკოლებში, სამეცნიერო წრეებში... მათ ძალიან ბევრი უჭერს მხარს. მთელი ამ წლების მანძილზე მიდიოდა პიარი, ამტკიცებდნენ, რომ ქვეყანას აშენებდნენ, ეკონომიკა ვითარდებოდა, მიდიოდნენ ევროპისკენ, ოცნების კოშკებს აგებდნენ-ეს ყველაფერი არარეალური იყო, მაგრამ ლამაზად მოსასმენი იყო. ეს ხალხის გონებაში დაილექა და მათ ჩათვალეს, რომ აქამდე სამოთხეში ცხოვრობდნენ, როდესაც პრობლემები დაგროვდება ნაციონალები ამ ხალხს „მასოვკისთვის“ გამოიყენებენ. ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, ხელისუფლებამ რაც შეიძლება მალე უნდა მოაგვაროს ეს ყველაფერი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეექმნებათ პრობლემები“ - განუცხადა თავდგირიძემ „ახალ თაობას“
წყარო „ახალი თაობა“