Express News

"მოვუწოდებ შესაბამის პირებს, მხარი დაუჭირონ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსად გიორგი ფოფხაძის კანდიდატურას"

პოლიტიკური გაერთიანება "რეფორმატორების" ლიდერი ირაკლი ღლონტი საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სასმახურის უფროსად გიორგი ფოფხაძის კანდიდატურას უჭერს მხარს. 



"ცოტა ხნის წინ ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე განიხილება რამდენიმე კანდიდატი, მათ შორის "რუსთავი 2"-ის გუნდის ყოფილი წევრი ქალბატონი ნინო შუბლაძე, თუმცა ცნობილი გახდა ისიც, რომ ჩვენი თანამემამულე, საფრანგეთში მოღვაწე მდიდარი გამოცდილების მქონე ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე მზად არის დაბრუნდეს საქართველოში და უხელმძღვანელოს ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობას. ყოველთვის ვცდილობ, ნაკლებად ჩავერიო მსგავს სიტუაციებში, თუმცა ეს არის შემთხვევა, როცა არ ვაპირებ თავის შეკავებას, მეტიც, მე როგორც ახლადშექმნილი პოლიტიკური პარტიის "რეფორმატორები'' ლიდერი ნდობას ვუცხადებ გიორგი ფოფხაძეს და მოვუწოდებ შესაბამის პირებს ყოველმხრივ შეუწყონ ხელი ბატონი ფოფხაძის საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას და საქმიანობას, ეს მან დაიმსახურა და საზოგადოებამ, მათ შორის ხელისუფლებამ კარგად იცის. 

მინდა მივმართო ხელისუფლებას, მათ შორის ვიცე-პრემიერს ბატონ კალაძეს, რომ ჩვენთან ერთად ხელისუფლების სახელით მხარდაჭერა გამოუცხადოს ოპოზიციის რჩეულ კანდიდატს, ვინაიდან მან გააკეთა განცხადება 3 დღის წინ, რომ მზად არის ახალი პოლიტიკური ძალების წრამოქმნას შეუწყოს ხელი, სწორედ მედია, მისი ობიექტურობა დ ამიუკერძოებლობა არის ერთ-ერთი გარანტი ქვეყანაში განვითარდეს ობიექტური და ჯანსაღი ოპოზიცია და ეს დემოკრატიაზე ამბიცია გამოხატულ ხელისუფლებას უნდა აწყობდეს.

მჯერა, რომ მომავალში ურთიერთობა გვექნება ისეთ პროფესიონალ ჟურნალისტთან და პატრიოტ ქართველთან, როგორიც ემიგრაციაში მყოფი გიორგი ფოფხაძეა. ეს მეორე მხრივ ერთი ოჯახის სახით მაინც მოაკლდება ემიგრანტთა კოლოსარულ რაოდენობას" - განაცხადა ღლონტმა. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT