Express News

ჭიკაიძის უწყება ორად იყოფა - უშიშროება და შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ ნაწილად გაყოფის საკითხზე, რომელიც უშიშროების და საგამოძიებო ნაწილის ცალ-ცალკე გატანას გულისხმობს საკონსტიტუციო კომისია იმსჯელებს. ამის შესახებ „პირველ რადიოს“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა. მისი თქმით ეს საკითხი კოალიციის საარჩევნო პროგრამაშიც იყო ჩადებული.

„საკონსტიტუციო კომისიაში ეს საკითხი იქნება განხილული. ამ საკითხზე კომისია იმსჯელებს. იქ ბევრი საკითხი განიხილება, ერთ-ერთი არის თავის დროზე ჩვენი კოალიციის საარჩევნო პროგრამაშიც იყო აღნიშნული, რომ უშიშროებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და შიდა მართლწესების დაცვაზე სხვადასხვა სამსახურები უნდა იყოს. სახელმწიფო უშიშროების საკითხები და ჩვეულებრივი საკითები სხვადასხვა უწყებაში უნდა იყოს. ეს ჩვენ პროგრამაში გვეწერა და საკონსტიტუციო კომისიაში ეს საკითხი იქნება განხილული. რაც შეეხება საგმოძიებო სამსახურს, არიან სპეციალისტები, რომლებსაც მიაჩნიათ , რომ საგამოძიებო სამსახური საერთოდ ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი. ასე არის აშშ-ში და ბევრ სხვა ქვეყანაში. მაგრამ სხვა მოდელებიც არის, როდესაც კანონმდებლობას ემსახურები მაგალითად პოლიცია. ორივე მოდელს აქვს არსებობის უფლება. ამ წუთისთვის ჯერ-ჯერობით ფორმალურად ეს საკითხი არ გასულა მაგრამ შერიძლება დაისვას“,-განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „პირველ რადიოსთან“

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT