Express News

თბილისის საპატრულო პოლიციას სპეციალური დანიშნულების 10 მიკროავტობუსი დაემატა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, თბილისის საპატრულო პოლიციას, სპეციალური დანიშნულების 10 მიკროავტობუსი გადაეცა. 

სპეციალური დანიშნულების მიკროავტობუსები დედაქალაქში დღეიდან იმოძრავებენ.

მიკროავტობუსების დანიშნულება, დედაქალაქში, განსაკუთრებულ და ექსტრემალურ სიტუაციებში, საპატრულო პოლიციის მობილური ჯგუფების გადაყვანა და გადაადგილება იქნება. 

შსს-ს ინფორმაციით, სპეციალური დანიშნულების მიკროავტობუსები მთლიანად აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე ტექნიკითა და სპეციალური საშუალებებით. აღნიშნული მიკროავტობუსებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები თბილისში პატრულირებასაც განახორციელებენ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT