Express News

ვაკეში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

“პირWელის” ექსკლუზიური ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 27 წლის ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე დააკავეს. “პირWელი” ინფორმაციის გადამოწმებას შსს-ში ცდილობს. 

ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მკვლელობა 2 სექტემბერს მოხდა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ შეუტყობინებლობის ბრალდებით 25 წლის მამაკაცი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ვლადიმერ ბ-მ თავისი კუთვნილი ავტომანქანით 2 სექტემბერს, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მიიყვანა პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1987 წელს დაბადებულ ლაშა მ-ს. იგი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვლადიმერ ბ. დამნაშავე პირთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ის ფასანაურში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

http://pia.ge/

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT