Express News

ფინანსურმა პოლიციამ თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისის მერიის კუთვნილი შპს „მცენარეთა დაცვის საწარმოს“ ყოფილი თანამშრომელი ანზორ გუჯეჯიანი დააკავეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ანზორ გუჯეჯიანი აყალბებდა თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის სახელით გაცემულ ე.წ „დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტებს“. ბრალდებული გაყალბებულ საბუთებს თბილისის ტერიტორიაზე ხე-ტყის მასალის ტრანსპორტირების მიზნით, მოქალაქეების სახელზე გასცემდა, რა დროსაც, მათგან სხვადასხვა ოდენობის თანხას იღებდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 2-დან 4 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT