Express News

თეთრი სახლი - აშშ საქართველოს მხადასაჭერ გეგმებს ამუშავებს

"ვამზადებთ გეგმას, რომ მხარი დავუჭიროთ ქვეყნებს რუსეთის პერიფერიაში, განსაკუთრებით მოლდოვასა და საქართველოს"


.თეთრი სახლი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის სიახლოვეს მდებარე ქვეყნების უკრაინის,საქართველოსა და მოლდოვას მხარდასაჭერ გეგმებს ამუშავებს.
"ვამზადებთ გეგმას, რომ მხარი დავუჭიროთ ქვეყნებს რუსეთის პერიფერიაში, განსაკუთრებით მოლდოვასა და საქართველოს, ვგეგმავთ გავაძლიეროთ დახმარება უსაფრთხოების სფეროში ხანგრძლივი ვადით. დამატებითი დახმარება ხელს შეუწყობს უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას გააძლიერონ თავდაცვისუნარიანობა და გაზარდონ თავსებადობა დასავლეთის ძალებთან. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ნატოსთან რომ შევიმუშაოთ დახმარებისა და ჩართულობის უფრო ძლიერი პროგრამები ამ სამ ქვეყანასთან მიმართებაში“- აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT