შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ „თავისუფალი ზონა“ მიხეილ სააკასვილის დავალებით მოქმედებს გირშელ ბართაია აფსურდს უწოდებს. როგორც „პირველ რადიოსთან“ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრმა განაცხადა, „თავისუფალ ზონას“ ჭიკაიძის მუქარის არ ეშინია.
„ეს არის სრული აფსურდი. არავითარი დავალებები არავისგან არ მიგვიღია, არც ერთი პოლიტიკური ლიდერისგან და არც „ნაციონალური მოძრაობისაგან“. „თავისუფალი ზონა“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია , სადაც გაერთიანებულები არიან პატრიოტი ადამიანები, რომელსაც ძალიან უყვარს თავის სამშობლო და აღელვებს მისი ბედი, ის პროცესები , რომელიც ვითარდება მათშორის საგარეო და საშინაოც. როდესაც ვგეგმავთ ხოლმე რაიმე ღონისძიებას სრულიად ღიად ვაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს და ხშირად ვმართავთ ხოლმე მშვიდობიან აქციებს. არანაირ გადატრიალებას არ ვგეგმავთ მაგრამ არც მსგავსი განცხადებების არ გვეშინია. ჭიკაიძე კი არა „თავისულად ზონაში“ ისეთი ახალგაზრდები არიან გაერთიანებული, მთელი სახელმწიფო სისტემის მუქარა ვერ შეაშინებთ მათ“,-აღნიშნა ბართაიამ
კითხვაზე -რატომ მოიყვანა მაგალითისთვის შს მინისტრმა „თავისუფალი ზონა“, გირშელ ბართაია პასუხობს, რომ ეს განაპირობა „თავისუფალი ზონის“ აქტიურობამ, რომელიც ღიად აფიქსირებს პროტესტს არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ. „როგორც ჩანს, ჭიკაიძეს და მთელს უწყებას ივანიშვილიდან დაწყებული რიგითი პოლიციელით დამთავრებული თვალში ეჩხირება , რადგან ეს არასამთავრბო ორგანიზაცია არ აძლევს მოსვენებას“,-განაცხადა გირშელ ბართაიამ
http://pirveliradio.ge/