Express News

ალექსანდრე ჭიკაიძე- ვინც ანტიკონსტიტუციური გზით წავა და ქვეყანას საფრთხეს შეუქმნის, კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად დაისჯება!"

შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს დაავალა შექმნან ჯგუფები, რომლებმაც პროვოკაციულად უნდა იმოქმედონ. 


"ჩემთვის ცნობილია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისცა კონკრეტული დავალებები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს, ეს დავალებები კიევსა და თურქეთში ჩატარებული თათბირებზე გაიცა. ამ შეხვედრების მთავარი თემა არ იყო შიდა პარტიული საკითხები, სააკაშვილმა ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად კონკრეტული დავალებები და გეგმები მისცა. 

მიხეილ სააკაშვილს მიცემული აქვს დავალებები, რომ შექმნას კარგად ორგანზიებული 500-კაციანი მობილური ჯგუფი, რომელიც თავის მხრივ დაიყოფა ცალკეულ მობილურ ჯგუფებად. მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის პოლიციის თვალწინ, ეცადონ მოახდინონ პოლიციის პროვიცირება, შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები, მოაწყონ აგრესიული საპროტესტო აქციები, სხვასახვა თემების მანიპულირებით, როგორიცაა კრიმინოგენური ვითარება, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა, გამოიყენონ დევნილთა პრობლემები, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე მოახდინონ გაფიცვების პროვიცირება, შექმნან ქაოსური ვითარება, მათი მიზანია შექმნან ნეგატიური ფონი როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე უცხოურ მედიაში და დიპლოტიურ საზოგადოებაში. მაგალითად, "თავისუფალი ზონის" წევრებს მიეცათ დავალება, სასწრაფო დახმარების ექიმებისგან მიიღონ ინფორმაციები პიროვნების გარდაცვალების შესახებ და ეს გააპიარონ იმ კუთხით, რომ თითქოსდა ახალმა მთავრობამ შეუზღუდა მოსახლებას სასწარაფოს გამოძახება და ეს არის ამის შედეგი. ამ გზით სურთ ნეგატიურად წარმოაჩინონ ის რეგულაციები რაც მთავრობამ მიიღო სასწრაფოს რეფორმირებისათვის", - განაცხადა ჭიკაიძემ "ალიასთან" ინტერვიუში.

მინისტრის განცხადებით, საკაშვილისვე დავალებით ქაოსის შექმნის გეგმაში უნდა ჩართონ ეროვნული უმცირესობები, უნდა შეიქმნას ეროვნული უმცირესობებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები საქართველში. 

"ეს არის ნაწილი გეგმისა, რასაც სააკაშვილი გეგმავს. ამ გეგმას პირადად ვაცხადებ რომ განხორციელება არ უწერია! ისინი ვერც იმ ილუზიას შექმნიან, რომ თითქოს ქვეყანაში არის ქაოსი და ანარქია. მათი სურვილები დარჩება სურვილებად. დღეს, საქართველოში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, ბევრი მათგანის აზრი ჩემთვის გასათვალისწინებელია და მათ საქმიანობას პატივს ვცემ, მაგრამ რომელი ორგანიზაცებიც თქვენ ჩამოთვალეთ, სამწუხაროდ, ისინი არასამთავრობო ორგანიზაციის საფარქვეშ მოქმედებენ და რეალურად ემსახურებიან კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მათ ქვეყანაში შექმნან ქაოსის ილუზია, ყველამ გაიგოს, ვინც ანტიკონსტიტუციური გზით წავა და ქვეყანას საფრთხეს შეუქმნის, კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად დაისჯება!", - განაცხადა ჭიკაიძემ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT