Express News

გიგი უგულავა გლდანის N8 საპყრობილეში გადაიყვანეს


თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა გლდანის N8 საპყრობილეში გადაიყვანეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ მერს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა გუშინ შეუფარდა.
გიორგი უგულავას ბრალდება წარდგენილი აქვს შემდეგ ეპიზოდებში: მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ 2014 წლის 5 ივნისს განხორციელებული იძულების და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის, რომელიც მიმართული იყო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის კანონიერი საქმიანობის შეფერხებისკენ. ასევე გიორგი ღონიაშვილთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ორგანიზებისთვის.
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 226-ე მუხლით და 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT