Express News

ხალხს ტრუსიკით ყრიდნენ ქუჩაში, „ნაციონალები“ როგორ უნდა ლაპარაკობდნენ პოლიტიკურ დევნაზე?!



ზურა ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა. „რეპორტიორთან"  საუბარში ვაზაგაშვილი აცხადებს, რომ უგულავას დაკავება პოლიტიკურ დევნასთან კავშირში არაა და ეს საზოგადოების დაკვეთაა. მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს პოლიტიკურ დევნაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვთ.

„ხალხს ტრუსიკით ყრიდნენ ქუჩაში. სინდისი აქვს საერთოდ?! გაიხსენონ კარგად, რა ხდებოდა, როგორ უნდა ლაპარაკობდნენ პოლიტიკურ დევნაზე ესენი?! რა დღეში ჰყავდათ ქვეყანა გასული წლები? სირცხვილია, რომ „ნაცმოძრაობა" გამოდის და მორალს გვიკითხავს,"- განაცხადა ვაზაგაშვილმა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT