ქვეყანა დატოვეს ადამიანებმა, რომლებიც აწამებდნენ და ხოცავდნენ მოქალაქეებს
სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა საქალაქო სასამართლოს მიერ თბილისის ყოფილი მერისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
როგორც მინსტრმა “ტელეიმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას განაცხადა, უსაფუძვლოა ის ბრალდებები, რომ უგულავას დაკავებით წინასაარჩევნოდ გამოცხადებული მორატორიუმი დაირღვა.
„მორატორიუმი არჩევნებამდ იყო გამოცხადებული, არჩევნები დამთავრდა, ამასობაში გიგი უგულავას მიმართ ახალი ბრალდებები გამოიკვეთა, რომლებიც არსებულ ბრალდებებს დაემატა. გაჩნდა საფრთხე, რომ უგულავა შესაძლოა აღარ დაბრუნებულიყო ქვეყნის დატოვების შემდეგ საქართველოში. ვიცით, რომ ქვეყანა დატოვეს და აღარ დაბრუნდნენ კეზერაშვილი, ადეიშვილი, დათა ახალია, ჭაკუა – ისეთი ადამიანები, რომელთა მიმართაც არსებობს სასამართლოს დადასტურებული განაჩენები, რომ ისინი აწამებდნენ და ხოცავდნენ ადამიანებს“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.