Express News

ანაკლიაში „მომავლის ბანაკის“ გაიხსნას განათლებისა და სპორტის მინისტრები დაესწრებიან



დღეს საღამოს 21 საათზე ანაკლიაში „მომავლის ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნება. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით , ანაკლიაში „მომავლის ბანაკს“ მოსწავლეების პირველი ნაკადი ესტუმრება.
გეგმის თანახმად ბანაკის ოფიციალურ გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მიწვეული სტუმრები დაესწრებიან.

ბანაკს წელს სულ 6 ნაკადად 1728 მოზარდი ესტუმრება. პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ 14-18 წლამდე მოზარდები.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებასი ნათქვამია, რომ განათლების სამინისტროსთან ერთად საქართველოს მასშტაბით თითოეული სკოლიდან შეირჩა ერთი მოსწავლე. უპირატესობა მიენიჭა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს და მათ შორის სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლებს.

პროექტში ჩართული ახალგაზრდები გაივლიან სპეციალურად შემუშავებულ მოდულებს (როლური თამაშები, დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები) ადამიანის უფლებების, ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენის, და საქართველოს ისტორიის შესახებ. 

livepress.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT