Express News

ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრი":-"დადგა ის დრო, ბატონ ირაკლისთან ახალი და ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდეს!"

ახალმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ "საქართველოს ახალი დემოკრატები", შექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია–"ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრი". ცენტრის დამფუძნებელი და თავმჯდომარე დავით ხიზანიშვილია. მისი თქმით დღეისათვის ცენტრს 500-ზე მეტი აქტივისტი ჰყავს, 3 ათასზე მეტი მოქალაქე კი მასში გაწევრიანებას ელოდება. 
   დღეს გაერთიანების ხელმძღვანელებმა ბრიფინგი გამართეს და საზოგადოებას ცენტრში გაერთიანებისკენ მოუწოდეს. ცენტრის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ახალი ძალის შექმნა საზოგადოებიდან წამოსულმა დიდმა სურვილმა გამოიწვია. 

   "ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრი" არის ახალი ძალა ქართული, ეროვნული, სამართლიანი, თავისუფალი, დემოკრატიული და მისაღები, როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, ისე ცივილიზებული მსოფლიოსთვის.
დღევანდელი ქართული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ნათელია, რომ ბატონი ირაკლი დიდი გამოწვევების წინაშეა და თუ არ იქნება ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრი და სრულიად საქართველოს მოსახლეობამ არ დაიცვა თავისი ლიდერი, შესაძლებელია, სულ სხვა შედეგები მივიღოთ.

   ბატონი ირაკლი გახლავთ ის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შესწევს ძალა, საქართველო წაიყვანოს იმ მიმართულებით, რომელიც ხალხისთვის სასარგებლო იქნება. 

   ჩვენ, ახალი დემოკრატები მივესალმებით და მხარს ვუჭერთ მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საკადრო საკითხებში. ხალხი მეტს ითხოვს, საჭიროა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ისეთი მინისტრთა კაბინეტი მივიღოთ, რომელიც ეფექტიურად იმუშავებს, ყველა დაპირებას შეასრულებს და ხალხის ნდობას გაამართლებს. 

   დადგა ის დრო, ბატონ ირაკლისთან ახალი და ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდეს, ჩატარდეს სისტემური რეფორმები და ძირეულად შეიცვალოს ყველაფერი. ჩვენს ხელისუფლებას ყველა საკითხზე ჩამოყალიბებული და მტკიცე პოზიცია უნდა ჰქონდეს.

   ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე, რომ ქართველი ხალხის მიერ 2012 წლის 1 ოქტომბერს მოპოვებული გამარჯვება წყალში ჩაიყაროს და ხელისუფლებაში ისევ სახეშეცვლილი ძველი ძალა დაბრუნდეს. ამიტომაც სანამ გვიანი არ არის, ყველა პატრიოტს გვინდა მივმართოთ: შემოგვიერდით, დავდგეთ თითოეული ჩვენგანი ბატონი ირაკლის გვერდით, დავეხმაროთ თანამედროვე და დემოკრატიული ქვეყნის აშენებაში, ერთად გავაკეთოთ ქართული საქმე და ვემსახუროთ საქართველოს", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.  

     ცნობისთვის, როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს,  ორგანიზაციის შექმნის შესახებ პრემიერი  ინფორმირებულია, რადგან მას ამის შესახებ ორი ოფიციალური წერილი გაეგზავნა. ცენტრი რეგიონალური ოფისების გახსნას და მთელი საქართველოს მასშტაბით მსურველების გაწევრიანებასაც გეგმავს".

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT