Express News

რა ქონებას ფლობს კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი და ამჟმად ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია

2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში ახალი საკრებულოს თავმჯდომარეები იქნენ არჩეული. ვფიქრობთ, საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება, იცოდეს თუ რა გამოცდილება აქვთ და რა ქონებას ფლობენ ის ადამიანები, ვინც თვითმმართველობების წარმომადგენლობით ორგანოებს (საკრებულოებს) უხელმძღვანელებენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენელი ლაშა გოგია იქნა არჩეული. იგი პროფესიით ეკონომისტია და სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. კერძოდ 1998 – 2002 წლებში  იყო საქართველოს საფოსტო ბანკის ზუგდიდის ფილიალის სავალუტო განყოფილების უფროსი; 2003 – 2004 წლებში  ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისის თავმჯდომარის თანაშემწე; 2004 – 2005 წლებში სამეგრელო – ზემო სვანეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის  უფროსი სპეციალისტი;  2005 წელს სამეგრელოს – ზემო სვანეთის კონსტიტუციური დეპარტამენტის ზუგდიდის განყოფილების ოპერატიული თანამშრომელი; 2005 – 2006 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, 2006 – 2008 წლებში საკრებულოს  თავმჯდომარის მოადგილე; 2008 – 2012 წლებში შპს `ქლინ ლაინი`-ს დირექტორი; 2012 – 2013  წლებში კი შპს High Service-ს დირექტორი; 2013 წელს გახდა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო-ს” ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ლაშა გოგია ფლობს 100% წილს 2011 წლის 20 ივლისს რეგისტრირებულ შპს „მედჰაუსში“, ამასთანავე იგი წარმოადგენს ამ ორგანიზაციის დირექტორს.ის ასევე ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2001 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში (საკადასტრო კოდი 43.20.43.102). ასევე 146 კვ.მ  შენობას ზუგდიდში,  სოხუმის ქუჩაზე, (საკადასტრო კოდი - 43.31.44.070). ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია ლაშა გოგიას ჯერ არ შეუვსია.
http://transparency.ge/

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT