Express News

ზუგდიდის მერიის კულტურის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი-მე არ ვარ ჰომოფიბი. ვთვლი, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება არის ხელშეუხებელი

მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში კულტურის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ხათუნა დარასელიაზე. დეპუტატის განცხადებით, ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლაში სწორედ მისი დირექტორობის პერიოდში დაიწყო მუშაობა ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებელმა ტომას ფლეტჩერმა, „რომელიც პირში ფალოიმიტატორ გაჩრილი, ხათუნა დარასელიასთან ერთად გახდა ნაციონალური მოძრაობის სიმბოლო".


კახა მიქაიას განცხადებამ გააკვირვა ზუგდიდის მერიის თანამშრომელი ხათუნა დარასელია. მისი განმარტებით, შეუძლებელია ვინმემ მასა და მის ოჯახს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის მიერ იყო დევნილი“, მათი მხარდამჭერობა და წევრობა დააბრალოს. ხათუნა დარასელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში  მძიმედ ავადმყოფი მამა ციხეში იმყოფებოდა. „მე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის წევრი ვყოფილიყავი ჩემს 63 წლის მამას გამოვიყვანდი“, -განაცხადა მან.

რაც შეეხება ტომას ფლეტჩერის მეოთხე საჯარო სკოლაში დასაქმების თემას, ყოფილი დირექტორი აცხადებს, რომ ამის გამო კახა მიქაიას მსგავსად სოციალურ ქსელში ბევრი აკრიტიკებს და აქტიური განხილვის თემა გახდა: „ამ ფაქტით დასტურდება ის, რომ  მე არ ვარ ჰომოფიბი. ვთვლი, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება არის ხელშეუხებელი. ეს თუ დანაშაულია, მაშინ მითხრას ვინმემ“. ხათუნა დარასელიას თქმით, თუ მისი სახელის ხსენება კვლავ გაგრძელდება უარყოფით კონტექსტში, იძულებული იქნება მიმართოს სასამართლოს მისი ღირსების შელახვის მიზეზით.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა კახა მიქაიამ საკრებულოს დღევანდელი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. თუმცა მანამდე ამ პროტესტის მიზეზები განმარტა. მისი თქმით, გამგეობასა და მერიაში ადამიანები მისთვის გაუგებარი დამსახურებების მიხედვით ინიშნებიან. დეპუტატის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება „ქართული ოცნების“ წევრების დისკრიმინაციას ეწევა და მიზანმიმართულად არ ნიშნავს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. დეპუტატის ბრალდებაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა ზუგდიდის გამგებელმა, ედიშერ თოლორაიამ.

livepress.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT