ფინანსური პოლიცია სამშენებლო საპროექტო კომპანიების "უძრავი ქონება თბილისის" და "ლოგოს" საქმიანობიას სწავლობს. საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები ორგანიზაციებში იმყოფებოდნენ და ფინანსური დოკუმენტაცია წაიღეს. აღნიშნული კომპანიების გარდა საგამოძიებო სამსახური კიდევ რამდენიმე კომპანიის საქმიანობას ამოწმებს. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, საგამოძიებო უწყება კომპანიების საქმიანობით დაინტერესდა მას შემდეგ, რაც უწყებას თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მიმართა მიმართა.
"ნარმანიას მიმართვის საფუძველზე საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო შემოწმება თბილისის მერიის შპს-ების.გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, ეს არის ფინანსების მითვისება-გაფლანგვა და გადასახადების დამალვა. უნდა დაველოდოთ გამოძიების პირველად შედეგებს და შემდეგ ვისაუბრებთ დეტალებზე. ამ ეტაპზე დაახლოვებით ათამდე შპს-ში არის შესული ფინანსური პოლიცია",-განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა გიორგი გრძელიშვილმა.
http://pirveliradio.ge/