Express News

სააკაშვილი და “ნაცმოძრაობა” საქართველოს მოსახლეობის გენოციდისათვის უნდა გასამართლდეს!



ცხრა წლის განმავლობაში როგორც პრეზიდენტი დამანამდე კიდევ ცხრა წელიროგორც მმართველიპოლიტიკური ძალის - „მოქკავშირისგენერალური მდივანი იყო კაცირომელიც პროსტატისსაწინააღმდეგო პრეპარატებით დაწყებულიკოსტუმებით გაგრძელებულიუცხოელი მასაჟისტებისდა მზარეულების მოწვევით დამთავრებული - ბიუჯეტის ფულით იხდიდა" - განცხადებას პარტია „თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი სოციალურ ქსელში აკეთებს.


კაცირომელიც არათუ საკუთარი ოჯახისარამედ მისი ფავორიტი ქალბატონების ოჯახებისმოგზაურობა - დასვენებასაც კი ბიუჯეტის ფულით აფინანსებდა.

თეთრებსკარგად გვესმის მოსახლეობის აღშფოთება ყველაფერი ამის გამომაგრამ ეს ყოველივეარაფერია იმის ფონზერა უბედურებაც მან ცხრა წლის განმავლობაში მოუტანა საქართველოს" - წერს შაშიაშვილი.


„თეთრების" პოლიტიკურმა  საბჭომ მეცნიერებთან ერთად მოამზადეს კვლევა - „საქართველო „ვარდების რევოლუციის" 9 წლის თავზე". აღნიშნულ კვლევას „რეპორტიორი" გთავაზობთ:


„სააკაშვილი და "ნაცმოძრაობა" არა ამ ფაქტებისათვის, არამედ საქართველოს მოსახლეობის გენოციდისათვის უნდა გასამართლდეს!



ამაზრზენია, მოაზროვნე ადამიანისათვის, ელემენტარული თავმოყვარეობის მქონე საქართველოს მოქალაქისათვის შეურაცხმყოფელი და შოკისმომგვრელია, თუ რაში ხარჯავდა ქვეყნის ფულს, ხალხის ფულს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.


ცხრა წლის განმავლობაში როგორც პრეზიდენტი და, მანამდე კიდევ ცხრა წელი, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის - „მოქკავშირის" გენერალური მდივანი იყო კაცი, რომელიც პროსტატის საწინააღმდეგო პრეპარატებით დაწყებული, კოსტუმებით გაგრძელებული, უცხოელი მასაჟისტების და  მზარეულების მოწვევით დამთავრებული - ბიუჯეტის ფულით იხდიდა.


კაცი, რომელიც არათუ საკუთარი ოჯახის, არამედ მისი ფავორიტი ქალბატონების ოჯახების მოგზაურობა - დასვენებასაც კი ბიუჯეტის ფულით აფინანსებდა.


„თეთრებს" კარგად გვესმის მოსახლეობის აღშფოთება ყველაფერი ამის გამო, მაგრამ  ეს ყოველივე არაფერია იმის ფონზე, რა უბედურებაც მან ცხრა წლის განმავლობაში მოუტანა საქართველოს. ეს ყველაფერი კარგად ჩანს ჩვენს მიერ მეცნიერებთან ერთად მომზადებულ კვლევაში „საქართველო „ვარდების რევოლუციის" 9 წლისთავზე".


ჩვენ ამ დოკუმენტის პრეზენტაცია 2011 წლის 19 -20 მაისს , ანუ 26 მაისის გამოსვლების წინ მოვაწყვეთ. ჩვენ მაშინ ხმამაღლა ვთქვით: „სახეზე გვაქვს მეცნიერული კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ „ნაციონალურმა" ხელისუფლებამ გენოციდი მოუწყო საკუთარ ხალხს, რომ ამ ხელისუფლების ხელში საქართველოს  მომავალი პრაქტიკულად არ აქვს".

ეს იყო სწორედ დიდი გამოსვლების დასაწყისი. დრო კიდევ უფრო მეტად დაადასტურებს, რომ 26 მაისმა რეალურად შეცვალა საქართველო - ხალხი გამოაფხიზლა, მსოფლიო დააფიქრა, „ნაციონალურ" ხელისუფლებას კი პოლიტიკური სამარე გაუთხარა.


ჩვენ ეს დოკუმენტი „საქართველო „ვარდების რევოლუციის" 9 წლისთავზე" კეთილგანწყობილი წერილით გავუგზავნეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს გენერალურ პროკურორს. ჩვენი მიზანი იყო დაგვეწყო „ნაციონალური" ხელისუფლების სახალხო გასამართლება. ვწუხვართ, რომ ამ ფუნდამენტურ დოკუმენტს არ მოჰყვა ახალი ხელისუფლების შესაბამისი რეაქცია.


ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს პოზიციას და ვთვლით, რომ უნდა მოხდეს დამოუკიდებელი საქართველოს ყველა მმართველი პოლიტიკური ძალის შეფასება - გასამართლება. ეს დოკუმენტი ამის რეალურ აუცილებლობას ადასტურებს.


პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მართლაც ამაზრზენი ფაქტებიც კი არაფერია იმასთან შედარებით, რა ფაქტებიც, რა ანალიზიც არის მოცემული მეცნიერთა  მონაწილეობით შედგენილ ჩვენს დოკუმენტში. ჩვენი მთავარი ბრალდება „ნაციონალური" ხელისუფლების მიმართ არის ის, რომ მან გენოციდი მოუწყო საკუთარ ხალხს" - ნათქვამია კვლევაში.








reportiori.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT