2011
2011წ 27 დეკემბერს გმირთა მემორიალთან დაწყებული ომის ვეტერანთა შიმშილობის აქცია მერვე დღეს დარბევითა და ომის ვეტერანების დაკავებით დასრულდა. 20 მოშიმშილე საპროტესტო აქციის შეწყვეტას 6 იანვარს ისედაც გეგმავდა, თუმცა, რატომ მიიღო ყოფილმა ხელისუფლებამ მათი ძალის გამოყენებით დაშლის გადაწყვეტილება, ეს კითხვა, კითხვად დარჩა. მოშიმშილეთა აქციის ძირითადი მოთხოვნა სოციალური საკითხებით შემოიფარგლებოდა. ისინი ხელისუფლებისაგან დასაქმებასა და ცოტა მეტ ყურადღებას ითხოვდნენ. ომის ვეტრანები დააკავეს და იზოლატორში გადაიყვანეს,დაკავებულებული აფხაზეთის ომის ვეტერანები ადმინისტრაციული წესით გაასამართლეს.