Express News

„იმედის“ საქმეზე გიორგი თარგამაძე დაკითხეს



„იმედის“ და 7 ნოემბრის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, „იმედის“ საინფორმაცო- პოლიტიკური პროგრამების დირექტორი, გიორგი თარგამაძე იმყოფებოდა. როგორც თარგამაძე „პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, დაკითხვისას ამოტივტივდა „დროებაში“ გასული, პატიმრობაში მყოფ პლატონ მამარდაშვილისა და კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის გია დგებუაძის იგივე „მასტერას“ ფარული ჩანაწერების სიუჟეტი. „ეს იყო ციხეზე გაკეთებული ფარული ჩანაწერი, სადაც მამარდაშვილი იჯდა . მასთან შესული იყო გიორგი დგებუაძე იგივე „მასტერა“. მამარდაშვილმა მოახერხა ჩაეწერა მათი საუბარი“,-განაცხადა გიორგი თარგამაძემ

თქვენ როგორ ჩაგივადათ ხელში ეს ჩანაწერი?

„ადვოკატი იყო ჩემთან მოსული, ქალბატონი ლალი აფციაური. იქ მცირე გაუგებრობაც მოხდა, რადგან ქალბატონი ლალი მოითხოვდა არ მომხდარიყო ამის გამოქვეყნება გარკვეული პერიოდით. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს პირობა ვერ დავიცავი, რადგან საუბარი იყო კონკრეტული ადამიანის, ამ შემთხვევაში ბადრი პატარკაციშვილის მიმართ ტერორისტული აქტის მომზადებაზე. ამიტომ ჩავთვალე, რომ ეს ჩანაწერი დროულად უნდა გამოქვეყნებულიყო, რათა თავიდან აგვეცილებინა მცირე ალბათობაც კი იმისა, რომ ეს გეგმა განხორცელდებოდა“,-განაცხადა გიორგი თარგამაძემ

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT