გიორგი გაბუნია და გიგი უგულავა სტიქაროსნობის დროს
გიორგი გაბუნიამ სოციალურ ქსელში გიგი უგულავასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ამ ამბავში უჩვეულო ალბათ არაფერი იქნებოდა, რომ არა მათი მათი ჩაცმულობა.
წლების წინ გადაღებულ სურათზე უგულავა და გაბუნია სტიქარით არიან შემოსილნი.
ცნობილია, რომ პოლიტიკოსი და ჟურნალისტი კლასელები იყვნენ. მათი თანაკლასელი გახლდათ ნიკა გილაურიც.
"აქ კიდევ ერთი ადამიანია ჩვენთან ერთად, რომელიც არ ჩანს - ნინო სუხიშვილმა გადაგვიღო ეს ფოტო'' - წერს გაბუნია "ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე.