ნუგზარ წიკლაური და გიგა ბოკერია პოლიციასთან მაშინ მოვიდნენ, როცა ნაციონალური მოძრაობის დაკავებული საარჩევნო უბნის დამკვირვებლები პოლიციაში მიიყვანეს. პოლიციასთან მისვლისთანავე წიკლაურს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ბოკერიამ კი პოლიციის ეზოში შესვლა მოახერხა. ქართული ოცნების ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსის, ლაშა გვასალიას განმარტებით, ნაციონალური მოძრაობის 12 წარმომადგენელი ახალსოფლის უბანში შეიჭრა, კარი ჩაკეტა და საუბნო კომისიიის თავმჯდომარეზე ზეწოლას ახორციელებდა, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა. გვასალიას ინფორმააციით, ეს ადამიანები სპეცრაზმის ყოფილი თანამშრომლები იყვნენ, ვინც ამჯერად ნაციონალებს ყავთ დაქირავებული არჩევნების ჩასაშლელად.
მომხდარს პროვოკაციას უწოდებენ ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, პროვოკაცია „ქართულმა ოცნებამ“ თავად მოაწყო, რადგან უბანზე არჩევნებს აგებდნენ.