Express News

საგანგებო ბრიფინგი-"სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შავი ფულით და უკანონო მეთოდებით ბრძოლას არ იშლის"



"ქართული ოცნება" ბაქოში მომხდარ ინციდეტს ეხმაურება. როგორც კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის პრესსპიკერმა გიორგი გეგეჭკორმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი მიზნების მიღწევას არალეგალური გზებით ცდილობს. "

“სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ ყალიბდება დესტრუქციულ ძალად, რომელიც პირადი მიზნების მისაღწევად ყველაფერზეა წამსვლელი. გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერები აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის გადმოტანის მცდელობისთვის საზღვარზე შეაჩერეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამ ფაქტის უარყოფის მიუხედავად, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე ადასტურებს ბაქოში, საბაჟო ტერმინალზე დეპუტატების მიერ არადეკლარირებული თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტს, საუბარია მილიონამდე აშშ დოლარზე.

სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შავი ფულით და უკანონო მეთოდებით ბრძოლას არ იშლის და არალეგალური გზებით ცდილობს საკუთარი მიზნების მიღწევას.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ამგვარი ქმედება აზარალებს არამხოლოდ შიდა პოლიტიკურ პროცესს, არამედ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსაც.

ფაქტია, „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭირს დემოკრატიულ, ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოსთან შეგუება.

ვიმედოვნებთ, მომხდარს საზოგადოების მხრიდან ადეკვატური შეაფასება მოჰყვება”, - განაცხადა გეგეჭკორმა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT