Express News

აფხაზეთში სიტუაცია იძაბება - ოკუპირებულ რეგიონში პოლიტიკური დაპირისპირება შეიარაღებულ თავდასხმებში გადაიზარდა (VIDEO)


აფხაზეთში სიტუაცია იძაბება - ოკუპირებულ რეგიონში პოლიტიკური დაპირისპირება შეიარაღებულ თავდასხმებში გადაიზარდა.ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პარტიები არაღიარებული ძალაუფლების გადანაწილებას იარაღის გამოყენებით ცდილობენ. დაჭრილია ე.წ. რეაქციული გაერთიანების "ამცახარას" ერთ-ერთი წევრი, რომელსაც სოხუმის ცენტრში ესროლეს.
უთანხმოების მთავარი მიზეზი კი გალში, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში მცხოვრები 25 ათასი ქართველის პასპორტების საკითხია. დღეს ცნობილი ხდება, რომ დე ფაქტო ხელისუფლების ცესკო-სთვის საარჩევნო სიებს დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებისგან შექმნილი კომისია შეადგენს.
რა ხდება ენგურის ხიდზე და ოკუპირებული რეგიონის იმ სოფლებში, სადაც ქართველების ყოფნა საოკუპაციო რეჟიმს მთავრობის გადაყენებადაც დაუჯდა - ქეთევან ბერაიას რეპორტაჟი.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT