Express News

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თბილისში მერის არჩევნებში მეორე ტური გაიმართება


ცენტრალური საარჩევნო კომისიას უკვე დათვლილი აქვს თბილისში საარჩევნო უბნების 76,68%, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის მერის ასარჩევად მეორე ტურის ჩატარებაა საჭირო. 
ამ მონაცემების მიხედვით, ”ქართული ოცნების” კანდიდატს დავით ნარმანიას 46,27% აქვს, ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ნიკა მელიას 27,69%, დიმიტრი ლორთქიფანიძეს 12,86%, ირმა ინაშვილს 5,32%, ასმათ ტყაბლაძე 2,44%, კახა კუკავა 2,38%, გიორგი გაჩეჩილაძე 1,17%. 
თბილისში სულ მერობის 14 კანდიდატი იყო. 
ამასთან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას ინფორმაციით, 11 თვითმმართველი ქალაქიდან მერის არჩევისთვის მეორე ტური 8 ქალაქში იქნება საჭირო. ეს ქალაქებია: თბილისი, რუსთავი, მცხეთა, გორი, თელავი, ოზურგეთი, ბათუმი, ფოთი.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT