Express News

რამდენიმე წუთის წინ საყდრისში ოთხ ქართველ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორნენ



რამდენიმე წუთის წინ კომპანია RMG გოლდმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც  საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა და ჟურნალისტებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანიის უსაფრთხოების დაცვის თანამშრომლებს. „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი ეკა ალფაიძე, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს არ ადასტურებს, მისი თქმით ბორცვიდან იძულებით ჩამოყვანილი ჟურნალისტები“ნინო ბურჭულაძე და ირაკლი მამალაძე  პირიქით მიუთითებდნენ კომპანიის დაცვის წევრების მხრიდან განხორციელებულ ცემასა და შეუარცხყოფაზე. ამასვე ადასტურებს ტელეკომპანია ობიექტივის ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილიც.
„საყდრისის მაღაროდან რამდენიმე მეტრის მოშორებით ვიდექი და მესმოდა დაცვის თანამშრომლების გინება და ბორცვზე მყოფი ჟურნალისტების ყვირილი: ბავშვია არ დაარტყათ, კადრები არ წაგვიშალოთ, ნუ გვიშლით ხელს პროფესიულ საქმიანობაში. ამ დროს ჩემთან კომპანიის დაცვის რამდენიმე თანამშრომელი მოვიდა, რომელებმაც  პირადობის მოწმობა მომთხოვეს. ერთ-ერთმა ტელეფონის წართმევა დამიპირა, რადგან შემამჩნია რომ ფოტოებს ვიღებდი.
„ხელი გაუშვი ქალო,ან შენი ხელით წაშალე და  ჩაეთრიე ქვემოთ“-ყვიროდა დაცვის თანამშრომელი და ხელის კვრით მაიძულებდა ქვემოთ ჩასვლას. ამ დროს ბორცვიდან ჩამოიყვანეს ჟურნალიტი ირაკლი მამალაძე, რომელიც პატრულთან დაკავშირებას ცდილობდა“ -ამბობს ჟურნალისტი ეკა ალფაიძე.
RMG გოლდის დაცვის თანამშრომლების ბრალდებას უარყოფს “კვირის პალიტრის“ ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე.
„ საყდრისის მაღაროში ასვლა იმის გამო გადავწყვიტეთ , რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე  არსად ჩანდა ამკრძალავი ბანერები, რომელიც  გარეშე პირების თავისუფლად გადაადგილებას აუკრძალავდა. ავედით მაღაროსთან და უკან ვაპირებდით ჩამოსვლას, როდესაც კომპანიის  და დაცვის პოლიციის თანამშრომლები ამოვიდნენ. მათ კამერების წართმევა და გადაღებული მასალის წაშლა სურდათ. ჩვენ ვითხოვდით პოლიციის მოსვლას, ირაკლი მამალაძემ რამდენჯერმე სცადა პატრულში დარეკვა, თუმცა მას ხელს უშლიდნენ. პირადად მე  კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა. ჩვენგან ანალოგიური  ქმედება ვერ განხორციელდებოდა, რადგან ბორცვზე ვიმყოფებოდით ორი ქალი, ერთი არასრულწლოვანი ბიჭი და ჟურნალისტი ირაკლი მამალძე, რომელსაც ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა.“-ამბობს ნინო ბურჭულაძე.
ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე ყვება რომ როდესაც RMG გოლდის თანამშრომლების აგრესია დაიწყო მან 112 -ში დარეკვა სცადა, თუმცა პირველ ჯერზე ეს ვერ მოახერხა რადგან დაცვის თანამშრომელი ამის საშუალებას არ აძლევდა.
„ ამის შემდეგ კვლავ დავრეკე და ოპერატორს მომხდარის შესახებ შევატყობინე, მას სავარაუდოდ ესმოდა ის ხმები, ყვირილის, გინების და მეკითხებოდა: ბოლოსდაბოლოს გამაგებინე რა ხდებაო. ამის შემდეგ დავემორჩილეთ დაცვის მუშაკების მითითებას და ქვემოთ ჩამოვედით, მხოლოდ სამი საათის შემდეგ გავიგეთ რომ ვიღაცეები გვიცემია.“- ამბობს მამალაძე.
ტელეკომპანია ობიექტივის: „გვინდოდა ჩვენი თვალით გვენახა მართლა წაშლიალია თუ არა ისტორიული ფენები (გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, დიპლომატებთან შეხვედრისას ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბრძანეს, რომ ისტორიული ფენები წაშლილია). ჩვენ ვიარეთ ტყე-ტყე და ბოლოს, დაახლოებით სამ საათზე ავედით საყდრისის წვერზე. აი მაშინ დაგვინახეს არემჯის თანამშრომლებმა და ჩენსკენ სირბილით გამოემართნენ. მათ თან ახლდნენ დაცვის პოლიციის წარმომადგენლები, პირტიტველა ბიჭები, რომლებიც პირადად მე მეძიძგილავებოდნენ და იქიდან ჩემს ჩაყვანას ძალით ცდილობდნენ. ამ დროს არემჯის ერთ-ერთი თანამშრომელი მომვვარდა, ფოტოაპარატი ხელიდან გამომტაცა. ვყვიროდი, ეგ ფოტოაპარატი ჩემი არ არის, ობიექტივის არის, დამიბრუნე-მეთქი.
დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ ფოტოაპარატი უკან დამიბრუნა, მითხრა ყველაფერი წავშალეო. ეს ახალგაზრდა კაცი ალბათ, ძალიან ანერვიულებული იყო და ეგონა, რომ ყველაფერი წაშალა. რეალურად, ვერაფერიც ვერ წაშალა. ჩემი გადაღებული ფოტო, ვიდეო და აუდიო-მასალა ახლა გზაშია და წუთი-წუთზე ობიექტივში იქნება, ნატა თარხან-მოურავმა წაიღო და იმედია თბილისში მშვიდობით ჩავლენ.“ – facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს ობიექტივის ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი, რომელიც სხვა ჟურნალისტებთან ერთად იმყოფებოდა დღეს საყდრისის მთაზე.

ttimes.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT