Express News

იმერეთის რეგიონში პრემიერის შეხვედრებზე დასასწრებად ხონიდან მიმავალი კოლონა (ფოტო)



„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები სამარშრუტო მიკროავტობუსებით ხონიდან ქუთაისის მიმართულებით გადაადგილდებიან და მათ, სავარაუდოდ, სუს-ის ავტომანქანა აცილებს.

კოლონის გადაადგილების ამსახველი ფოტოები „აფხაზეთის ხმას“ მიაწოდეს. წყაროს ცნობით, ხონიდან მომავალი კოლონა ქუთაისის გასასვლელთან შეჩერდა, სადაც მათ „ქართული ოცნების“ აქტივისტები ქუთაისიდანაც შეუერთდნენ.

სავარაუდოდ, რაიონებიდან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მობილიზება იმერეთის რეგიონში საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტს უკავშირდება.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT