Express News

დავით უსუფაშვილი: „ერსაც და ბერსაც ჰაერივით გვჭირდება მეტი განათლება“



პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ერსაც და ბერსაც ჰაერივით გვჭირდება მეტი განათლება“.

როგორც უსუფაშვილმა ღვთისმშობლის თაყვანისცემისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიის შემდეგ განაცხადა, „დღევანდელი სიმპოზიუმი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ძალიან მნიშვნელოვან თემას ეძღვნება“.

„ სარწმუნოებას და მეცნიერებას დაახლოება და თანამშრომლობა სჭირდება და ეს ჰაერივით მნიშვნელოვანია დღევანდელი საქართველოსთვის. კომუნიზმისგან თავის დაღწევის შემდეგ ჩვენ ფორმით რაღაც ლამაზი ინსტიტუტები ჩამოვაყალიბეთ, მაგრამ შინაარსით არის შესავსები და ამას სჭირდება განათლება“– განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ღონისძიების ორგანიზატორებს სთავაზობს, ერთ–ერთი შემდგომი სიმპოზიუმი სახელმწიფოს და სამართლის საკითხებს მიეძღვნას.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT