Express News

“მე მცხვენია იმისი, რაც სასჯელაღსრულების უწყებაში დაფიქსირდა”


სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მრჩეველი ლალი მოროშკინა პროტესტის უკიდურეს ფორმამდე განცხადებას ავრცელებს და ბოდიშს იხდის.

“იყო 9-წლიანი ბრძოლა, ყოველ დღე შიში მკლავდა, რომ ჩემი შვილის ჯიბეში "შემთხვევით" ნარკოტიკი აღმოჩნდებოდა, ჩემ ძმას დაიჭერდნენ რაიმე შეთითხნილი ბრალდებით... ღმერთმა გადამარჩინა და მავანთა პროვოკაციის შედეგად მხოლოდ მე მოვხვდი "მოდულის" ქვესკნელში...

ჩემი სახლის დიდი ნაწილი პატიმრების წერილებს უკავია... ეს ჩემი სიმდიდრეა.. წლობით ამ ადამიანების გოდებას და ვებას ვკითხულობდი... შემდეგ დაიწერა წიგნი "გისოსებს მიღმა საქართველოა"!

1 ოქტომბერი მე და ჩემმა მეგობრებმა მოვიყვანეთ... მაშინ, ვინც გვარბევდა-დაწინაურდნენ, ვინც "გვისმენდა" - გამდიდრდნენ, მე სული მეწვის საკუთარი უსუსურობისგან, რომ დღეს ვერ ვშველი ადამიანებს განსაცდელში, იმიტომ რომ დიდი ღალატია!!!

მე მცხვენია იმისი, რაც სასჯელაღსრულების უწყებაში დაფიქსირდა და ეს მაშინ, როდესაც ბიჭები გვყავს "გაურკვეველ" ვითარებაში გარდაცვლილი და ბოდიშიც არავის მოუხდია!!!! მე გიხდით ბოდიშს ხალხო!!!

პროტესტის ფორმას და გეგმას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით!”, - წერს მოროშკინა.


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT