Express News

სასწრაფოდ-ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ზუგდიდში დევნილთა რეგისტაციის მიმდინარეობისას [Video]



ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს დევნილთა რეგისტრაციის პროცესი ზუგდიდში, ფაიფურის დასახლების ყოფილი სტამბის შენობაში. აქ მესამე დღეა ღამეს ათევენ ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე ახლადაშენებულ კორპუსში გადასვლის მსურველები. დევნილებმა „ლაივპრესს“ შეატყობინეს, რომ რეგისტრაციაში მონაწილე მოქალაქეები არ არიან დაყოფილი რაიონების მიხედვით, რაც „ქაოსს“ და დაძაბულობას ქმნის. მოქალაქეები ასევე აცხადებენ, რომ რეგისტრაცია ანტისანიტარიულ პირობებში მიმდინარეობს, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. 
„ზუგდიდში შენობის მეტი რა არის? გადაენაწილებინათ რაიონების მიხედვით, ყველა ერთად ვართ, სოხუმი, გალი ოჩამჩირე. ესაა ადამიანის უფლებები? ამ ქვეყანაში ყველა ამას იძახის, ადამიანის უფლებები დავიცვათო. ეს არის ჩვენი დაცინვა, მეტი არაფერი“, - უთხრა „ლაივპრესს“ რიგში მდგომმა ელგუჯა კვარაცხელიამ.

დევნილების განმარტებით, დახამარებისთვის მიმართეს ლტოლვილთა სამმართველოს, სახალხო დამცველის აპარატს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, თუმცა ამას კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.

აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ლტოლვილთა სამმართველოს ხელმძღვანელი ირაკლი ქოჩუა დევნილების საპასუხოდ აცხადებს, იმისთვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული მოქალაქეთა დიდი რიგები, რეგისტრაციის ვადა 2 თვემდე გაიზარდა. უწყების ხელმძღვანელი „ლაივპრესთან“ საუბარში ადასტურებს, რომ თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინების ოდენობას ბევრად აღემატება იქ ცხოვრების მსურველთა რაოდენობა, მაგრამ ფართების გაცემა მისივე თქმით, არ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ შევასებს განაცხადს პირველი.

„ჩვენ არაერთხელ განვუმარტეთ მათ და თქვენი საშუალებიათ ამას კიდევ ერთხელ გავაკეთებ. ყველა განაცხადი იქნება მიღებული. პროცესი 30 ივლისს დასრულდება და მერე მოხდება ყველა განაცხადის განხილვა. გათვალისწინებული იქნება კრიტერიუმები, მაგალითად სოციალური მდგომარეობა, თუ მარჩენალ დაკარგულია ოჯახი, რამდენი აქვს შემოსავალი და ა.შ“.

თაბუკაშვილის ქუჩაზე ახლადაშენებულ შენობაში საცხოვრებელი 256 ოჯახისთვის არის განკუთვნილი. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT