Express News

"ნაცმოძრაობის" ლიდერებს ახალციხეში აქციით და ცოცხებით დახვდნენ



"ახალციხეში შტაბის სხდომა გვქონდა ნაციონალური მოძრაობის ოფისში. პარალელურად "ქოცების" ოფისში მობილიზაცია ჰქონდათ. მოცვივდნენ ცოცხებით. რა თქმა უნდა, თავს "საზოგადოებად" ასაღებდნენ. ჩვენ ჰაკიმ ფაშას მოკითხვა გადავეცით და გავაგრძელეთ გზა სხვა შტაბებთან შესახვედრად", - განაცხადა სოციალურ ქსელში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შტაბის ხელმძღვანელმა გიგი უგულავამ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის შტაბში გიგი უგულავა, მიხეილ მაჭავარიანი, გოკა გაბაშვილი და საპარლამენტო უმცირესობის სხვა წევრები იმყოფებოდნენ.
"აღარ გვინდა კრიმინალები პოლიტიკაში”, "ნაცებო მოცოცხეთ” – ასეთი ლოზუნგებით გამართეს აქცია ახალციხეში “ნაციონალური მოძრაობის” შტაბთან. აქციის მონაწილეებმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეძახილებით გააცილეს და ავტომანქანას პოლიეთილენის ბოთლები ესროლეს.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT