Express News

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ყანჩაველის დანიშვნის შუამდგომლობას უარყოფს



იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი საკუთარი Facebook-ის გვერდზე „ექსპრესნიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ნოდარ ყანჩაველის სსგ-ს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის შუამდგომლობას უარყოფს.
როგორც ჯანდიერი აღნიშნავს, იგი ნოდარ ყანჩაველის ნასამართლეობის შესახებ ინფორმირებული არ არის. მისივე განმარტებით, იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ნასამართლევი პირების დასაქმებისთვის.
„ბატონ ნოდარ ყანჩაველს ყოველთვის აქებდნენ, როგორც პროფესიონალ კადრს. რამდენადაც მახსოვს, პირადად არასოდეს შევხვედრივარ. მისი წარსულში ნასამართლეობის შესახებ პირველად მესმის, თუმცა იუსტიციის სამინისტრის პოლიტიკის მიხედვით, სამინისტრო აქტიურად ისწრაფვის ნასამართლევი პირები დაასაქმოს. მე არ მიშუამდგომლია იუსტიციის მინისტრისთვის, რომ ეს პიროვნება მინისტრს სადმე დაენიშნა. ისე კი მას პირადად შეხვდა მინისტრი დანიშვნის წინ.
იუსტიციის სამინისტროში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, დანიშვნის წინ შესაბამის პიროვნებას “ამოწმებს” იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, რომელიც უშუალოდ მინისტრს ექვემდებარება. ამდენად, შეუძლებელია ასეთი “გაპარვა” მოხდეს. როგორც ბატონმა ნოდარ ყანჩაველმა, ისე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა – ორივემ, ბატონი ზურაბ ადეიშვილის დროს დაიკავეს თანამდებობები იუსტიციის სისტემაში“,-აცხადებს ჯანდიერი.
“ექსპრესნიუსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს რამდენიმე პირის, მათ შორის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის ნოდარ ყანჩაველის მეშვეობით უპირისპირდება.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
მისივე ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა, ფარცხალაძის გამოყენებით, წულუკიანის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას ცდილობს, ხოლო შემდეგ მისი თანამდებობიდან გადაყენებას აპირებს.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT