ოქრუაშვილი : „კარაქა“, „ჟანგიანი“, „კულა“ „კოხტა“ . ესენი არიან ადამიანები ,რომელებიც ხრავენ ყველაფერს
მე არ გავქცეულვარ გემის ჩაძირვის შემდეგ, გემის ჩაძირვა მე დავიწყე,“- ამის შესახებ თავდაცვისა და შს ყოფილმა მინისრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა. ორუაშვილმა გადაცემაში გორში არსებულ კლანურ დაჯგუფებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლების ხელშეწყობით ნეპოტიზმი და ბიუჯეტიდან თანხის მოპარვა გრძელდება.ჩემი ოცნება და მიზანი არ არის გორის მერობა, ჩემთვის ეს არის სხვა ტიპის კამპანია. 42 ათას ამომრჩევლიანი ქალაქია და მარტივია ია არსებული ვითარება შეიცვალო. 2004 წელს მე დავშალე იქ კლანები და ჩემი წასვლის შემდეგ ისინი სააკაშვილმა ისევ დააბრუნა. დღესაც ეს კლანები ისევ ზიან თავის ადგილებზე ამ ხელისუფლების პირობებში. ესერთ დიდ ზონას ჰგავს ეს ქალაქი. მე შემიძლია ჩამოგითვალოთ სახელები და გვარები. მაგალითად ქალაქის მამაები ვინც ქალაქს მარტავენ: „კარაქა“, „ჟანგიანი“, „კულა“ „კოხტა“ და ასე შემდეგ. ესენი არიან ადამიანები ,რომელებიც ხრავენ ყველაფერს. კლანების რაოდენობამ მოიმატა გორში, ხელსიუფლებასთან შეთანხმებით. რაც შეეხება ჩემს მერობას, ორი კვლევა შევუკვეთე და ორივე ადასტურებს, რომ ყველა რეიტინგით პირველი ვარ და მოვიგებ არჩევნებს. ჩემი ოცნება და მიზანი არ არის გორის მერობა, ეს არის ჩემთვის სხვა ტიპის კამპანია,“-განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.