Express News

წყალტუბოში "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ



წყალტუბოში, კოალიცია "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთმა დაპირისპირებულმა მხარემ დღეს აქცია გამართა და ამ გზით შეეცადა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაწოდონ ინფორმაციას, რომ წყალტუბოში კოალიციას ორი შტაბი აქვს და ერთ-ერთში წინა ხელისუფლების მხარდამჭერები არიან გაერთიანებული. აქციის შემდეგ მონაწილეები მოწინააღმდეგე ფრთის ორგანიზაციის შტაბში შეიჭრნენ და მათგან იმ კანდიდატების სიები მოითხოვეს, რომლებიც ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. როგორც დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლები აცხადებენ, ამ სიაში "ნაციანალები" ფიგურირებენ. დაპირისპერიების დროს "ოცნების" შტაბის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" აპარატურა დააზიანა.


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT