კოალიცია „ქართული ოცნების“ წყალტუბოს როგანიზაციის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებული მხარეების ერთი ნაწილი აცხადეს, რომ რაიონში კოალიციას ორი შტაბი აქვს, რომელთაგანაც ერთში წინა ხელისუფლების მხარდამჭერები არიან გაწევრიანებული.
"ჩვენ ვართ ნამდვილი მეოცნებეები, ესენი კი აოცნებულები არიან. არ მივცემთ მათ იმის საშუალებას, რომ "ნაციონალები" მოიყვანონ ხელისუფლებაში", - განაცხადა აქციის ერთ ერთმა მონაწილემ ოთარ მანაგაძემ.
აქციის შემდეგ მონაწილეები მოწინააღმდეგე ფრთის ორგანიზაციის შტაბში შეიჭრნენ და მათგან იმ კანდიდატების სიები მოითხოვეს, რომლებიც ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. როგორც დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლები აცხადებენ, ამ სიაში "ნაციანალები" ფიგურირებენ.
დაპირისპერიების დროს "ოცნების" შტაბის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" აპარატურა დააზიანა.