Express News

ასეთი სუსტი ხელისუფლება მე არ მახსოვს!



„დღეს, ხელისუფლება დგას ოპოზიციის სისუსტეზე. ასეთი სუსტი ხელისუფლება მე არ მახსოვს -  ქვეყნის სათავეში მოსვლის დღიდან ასე მოკლე პერიოდში არცერთ ხელისუფლებას არ დაუკარგავს საზოგადოების ნდობა და საზოგადოებასთან ურთიერთობების ბერკეტები როგორც „ქართულმა ოცნების" შემთხვევაში მოხდა",- განაცხადა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზეხათუნა ლაგაზიძემ.

პოლიტოლოგის თქმით, საკმარისია გაჩნდეს მაკონსოლიდირებული ოპოზიციური ძალა საქართველოში, რომ „ოპოზიციის სისუსტეზე მდგარ" ხელისუფლებას უზარმაზარი პრობლემები შეექმნება.

ამასთან, ექსპერტი ამომრჩეველთა სიების 200 000-ით გაზრდის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 3 700 000 არათუ ამომრჩეველი, მოსახლეც კი არაა საქართველოში.

„წარმოდგენილი სია, რომლითაც არჩევნები ტარდება, არის ამ არჩევნების სამართლიანობისადმი უნდობლობის პირველი კრიტერიუმი. გაზრდილი სია მიანიშნებს, რომ ხელისუფლება არ ენდობა საკუთარ ამომრჩეველს, მის აქტოვობას, საკუთარ რეიტინგებსა და გავლენას საზოგადოებაში. ამ სიის საფუძველზე შესაძლოა არჩევნების დროს მანიპულაციები ჩატარდეს. აბა გაბერილი სია რისთვის არის საჭირო?!"- განაცხადა ლაგაზიძემ.

მისი თქმით, ამომრჩეველთა გაზრდილი სია ხელისუფლებას უფრო მეტად დასჭირდება მომავლი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

„არცერთი სიმპტომი იმისა, რომ ხელისუფლების რეიტინგი გაიზარდოს მომავალ ორ წელიწადში, არ არსებობს. პირიქით, შესაძლოა, ხელისუფლების რეიტინგი მკვეთრად დავარდეს საპარლამენტო არჩევნებამდე. აი მაშინ უკვე, გაყალბებული სიების გარეშე ხელისუფლება ფონს ვერ გავა", -განაცხადა ლაგაზიძემ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT