ე.წ. მატროსოვის ციხის ყოფილი ხელმძღვანელი დაჭრეს
ე.წ. მატროსოვის ციხის ყოფილი ხელმძღვანელი დაჭრეს.
ტელეკომპანია "მაესტროს" ინფორმაციით, შოთა მახარაშვილი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გვიან ღამით მიიყვანეს და ის ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.
მისივე ინფორმაციით, მახარაშვილი გვიან ღამით, მუხრანში დაჭრეს.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.